კონდიციონერების სრული სარემონტო, გეგმიური და დიაგნოსტიკური მომსახურეობა

კომპანია "INSERVICE" გთავაზობთ ყოველთვიურად 16 ლარიის გადახდის შემთხვევაში, თქვენი კონდიციონერების სრულ სარემონტო მომსახურებას, სადაზღვეო პრინციპით, ჩვენ გთავაზობთ მცირეოდენი თანხის გადახდის შემთხვევაში ყველანაირ მომსახურებას, მათ შორის ყველაზე რთულს, კომპრესორის შეცვლას, ელექტრო მართვის პლატის შეცვლას, ყვლანაირ სარემონტო სამუშაოებს, ასევე სრულ გეგმიურ სასერვისო სამუშაოებს, ტექნიკურ დათვალიერებას და ა.შ.

მომსახურების ჩამონათვალი:
მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებაში შედის:
1. მოწყობილობების სისტემატიური კონტროლი
2. ყველანაირი სირთულის სარემონტო მომსახურება
3. რემონტისთვის საჭირო ყველა მასალით და მოწყობილობით უზრუნველყოფა.
4. უფასო სატელეფონო ტექნიკური კონსულტაციები
5. უფასო გამოძახება, ( ულიმიტო )
6. მომსახურება საქართველო და სომხეთი-ს მაშტაბით
7. კონდიციონერების დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოები
8. კონდიცირების სისტემის ექსპლოატაციის მენეჯმენტის რეგულირებას, გამარტივებას და უფასო ტექნიკურ ტრენინგებს.
9. გეგმიურ სასერვისო სამუშაოებს, შემდეგი განრიგით :

მექანიკური ნაწილი:
1. სისტემის დიაგნოსტიკა.
2. სისტემაზე დაკვირვება.
3. შემოწმება ვიბრაციებზე და ხმაურზე.
4. მაცივარაგენტის წნევის შემოწმება გაციების კონტურში.
5. ზეთის და მაცივარაგენტის გაჟონვის შემოწმება სპეციალური დეტექტორით.
6. გარე და შიდა ელემენტებზე წიბოვანი ზედაპირის გაწმენდა ჯაგრისის , წყლის ან ჰაერის ნაკადის გამოყენებით.
7. შიდა ელემენტის საჰაერო ფილტრების გაწმენდა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში.
8. სადრენაჟო სისტემის შემოწმება და გაწმენდა.
9. მაცივარაგენტის მილების და საკომუნიკაციო ელ-გაყვანილობის შემოწმება და შეკეთება საჭიროების შემთხვევაში.

ელექტრული ნაწილი:
1. ელექტრო მომარაგების წყაროს შემოწმება.
2. ელექტრო მომჭერების შემოწმება.
3. ელ-სადენებს შორის ძაბვის და დენის შემოწმება და აღწერა.
4. ელექტრო დაცვის სისტემის შემოწმება.

პასუხისმგებლობა / რეაგირება:

კომპანია ”INSERVICE”-ი იღებს პასუხისმგებლობას , რომ შეტყობინებიდან 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში კონდინციონერი იმუშავებს გამართულად, დამოუკიდებლად დაზიანების სირთულის.

რეაგირება:
თბილისი - მაქს. 2 საათი
რეგიონი - მაქს. 4 საათი


მარტივი დაზიანება: აღდგენა
თბილისი - მაქს. 24 საათი
რეგიონი - მაქს. 36 საათი

რთული დაზიანება: აღდგენა
თბილისი - მაქს. 48 საათი
რეგიონი - მაქს. 72 საათი

სამუშაოების ჩატარების განრიგი:
1. ზემოდხსენებულ სისტემებს, ტექნიკური მეთვალყურეობა ჩაუტარდება სისტემატიურად, რათა სისტემის დაზიანების ალბათობა იყოს ჩამოყვანილი მინიმუმზე.
2. განრიგი იქნება წინასწარ შეთანხმებული დამკვეთთან.

CREATED BY INSERVICE