გეგმიური და ერთჯერადი მომსახურება

გეგმიური და ერთჯერადი მომსახურების სერვისი


როგორც მოგეხსენებათ ნებისმიერ საინჟინრო სისტემა, მათ შორის გათბობა-კონდიცირების თუ ვენტილაციის სისტემა რეგულარულად საჭიროვებს როგორც გეგმიურ ტექნიკურ ასევე წმენდით მომსახურებას, რის გარეშეც თქვენი სისტემები ვერ იფუნქციონირებენ გამართულად.

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რაც უფრო სწორად და კვალიფიციურად ვემსახურებით სისტემებს მით უფრო ხანგრძივად და გამართულად მუშაობს სისტემა.

ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მზად ვართ ნებისმიერი სირთულის საინჟინრო სისტემას გაუწიოთ გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური და წმენდითი მომსახურება.

გეგმიური ტექნიკური მომსახურება

გეგმიური ტექნიკური და წმენდითი მომსახურება წარმოადგენს საინჟინრო სისტემების საიმედო და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას. აღნიშნული მომსახურება სრულდება წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად და მიზნად ისახავს სისტემების პროფილაქტიკურ მოვლას, დაბინძურების, ცვეთის, გამტარობის შემცირების, არასწორი მუშაობისა და მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლის პრევენციას.

მომსახურების ფარგლებში სრულდება შემდეგი მომსახურება :

  • მოწყობილობების და კვანძების ვიზუალური და ტექნიკური დათვალიერება
  • შიდა და გარე ბლოკების, თბომცვლელების, ფილტრების, ფანკოილების, სავენტილაციო დანადგარების და სხვა მოწყობილობების სრული ტექნიკური და წმენდითი მომსახურება
  • ფილტრების გაწმენდა, რეცხვა ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა
  • ვენტილატორების, ძრავების, ტუმბოების, სარქველების და სამაგრების მდგომარეობის შემოწმება
  • ელექტრული შეერთებების, კონტაქტების და კვების პარამეტრების კონტროლი
  • დრენაჟის სისტემის და გაჟონვის რისკის ზონების შემოწმება
  • ცვეთდი და დატვირთვის მქონე ნაწილების ტექნიკური შეფასება
  • სისტემის მუშაობის რეჟიმების ტესტირება და წინასწარ პრევენციული ანალიზი გაუმართაობების იდენტიფიცირების მიზნით
  • სამუშაოების შედეგების დაფიქსირება შესაბამის მომსახურების აქტში

გეგმიური მომსახურების მთავარი მიზანია:

  • დანადგარის გამართული მუშაობის შენარჩუნება
  • ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება
  • ავარიული შემთხვევების ალბათობის შემცირება
  • ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია
  • ძვირადღირებული ტექნიკური ხარვეზების პრევენცია
  • დანადგარის რესურსის გახანგრძლივება
  • მომხმარებლის კომფორტისა და სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა

მომსახურების პერიოდულობა განისაზღვრება სისტემის ტიპის, დატვირთვის, ექსპლუატაციის პირობების, ობიექტის სპეციფიკისა და მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით.