კაცობრიობის მე-6 დიდი გადაშენების გამომწვევი ფაქტორები
მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნეში მაცივრების და კონდიციონერების დახმარებით კაცობრიობის ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათ უარყოფითი როლიც ითამაშეს ეკოსისტემის ცვლილებაში და სხვადასხვა პოპულაციების მნიშნელოვნად შემცირებაში.
მოგეხსენებათ, მე-20 საუკუნიდან მოყოლებული მაცივარაგენტები, რომლებიც ითვლებოდა უსაფრთხოდ გამოიყენებოდა როგორც მაცივრებში, ასევე აეროზოლებში, ცეცხლმაქრებში და მიწათმოქმედებაშიც კი. აქედან გამომდინარე, ხდებოდა მათი უკონტროლო გაფრქვევა ჰაერში, რამაც დროთა განმავლობაში დააზიანა დედამიწის დამცავი ოზონის შრე. აღნიშნულმა ფაქტმა კი გადაშენების პირას მიიყვანა კაცობრიობა და დააჩქარა გლობალური დათბობის პროცესი.