ადგილზე გამოძახების ულიმიტო და სწრაფი რეაგირების მომსახურება

მომსახურება ითვალისწინებს


ვინაიდან ჩვენი გუნდი იაზრებს, რომ კლიენტისთის აუცილებელია მათი სისტემების უწყვეტი გამართლი ფუნქციონირება და პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი სფეროს ინჟინრის ადგილზე ვიზიტი უმოკლეს დროში. 

სააბონენტო მომსახურების ფარგლებში სწრაფი რეაგირების ინჟინერი თქვენს მისამართზე პრობლემის დიაგნოსტირების/მოგვარების მიზნით გამოცხადდება თბილისსა და მის შემოგარენში არაუგვიანეს 3 საათის.

სწრაფი რეაგირების მომსახურება განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საინჟინრო სისტემის გაუმართაობა საჭიროებს ოპერატიულ ჩარევას, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შემცირდეს გაჩერების დრო, აღდგეს სისტემის ფუნქციონირება და თავიდან იქნეს აცილებული უფრო მძიმე ტექნიკური ან საოპერაციო შედეგები.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას არაუგვიანეს 3 საათისა ქვეყნის მასშტაბით, პრობლემის ადგილზე დიაგნოსტირების, ლოკალიზაციისა და შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივი აღმოფხვრის მიზნით.

აღნიშნული მომსახურება მოიცავს :

  • დამკვეთის შეტყობინების ოპერატიულ მიღებას შესაბამისი არხებით და რეგისტრაციას
  • ტექნიკური შემთხვევის პირველად დისტანციური შეფასებას
  • შესაბამისი პროფილის ინჟინრის ან სწრაფი რეაგირების ტექნიკური ჯგუფის მობილიზებას
  • ობიექტზე ვიზიტს შეთანხმებული რეაგირების ვადებში
  • დაზიანების ან გაუმართაობის დიაგნოსტირებას
  • სისტემის მუშაობის შეფერხების მიზეზის იდენტიფიცირებას
  • დროებითი ან საბოლოო პრობლემის მოგვარებას
  • ავარიული რისკების შემცირებას და სისტემის უსაფრთხო მდგომარეობაში მოყვანას
  • საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების, სათადარიგო ნაწილების ან შემდგომი ტექნიკური ჩარევის დაგეგმვას
  • რეაგირების და შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირებას

სწრაფი რეაგირების მომსახურების ამოცანაა:

  • პრობლემის დროული ლოკალიზაცია
  • სისტემის გაჩერების დროის შემცირება
  • ოპერაციული პროცესების შეჩერების რისკის მინიმიზაცია
  • მომხმარებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის მუდმივი ხელმისაწვდომობა
  • სერიოზული დაზიანებების თავიდან აცილება
  • ბიზნესის უწყვეტობის მხარდაჭერა

აღსანიშნავია, რომ რეაგირების ვადა გულისხმობს ობიექტზე ტექნიკური ჯგუფის მისვლის ან მომსახურების პროცესის აქტიურ დაწყებას, ხოლო პრობლემის სრული მოგვარების დრო დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე, მასშტაბზე, საჭირო მასალებზე, სათადარიგო ნაწილებზე და ობიექტზე არსებულ პირობებზე.

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა თბილისის მასთაბით 24/7-ზე არის შესაძლებელი