MEP სისტემების ტექნიკური შემოწმების მომსახურება

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თქვენი სისტემების მუშაობის უწყვეტობას და ეფექტურობას.

გეგმიური ტექნიკური მონიტორინგი წარმოადგენს სისტემების მდგომარეობის რეგულარული შეფასების პროცესს, რომლის მიზანია ტექნიკური პარამეტრების კონტროლი, ექსპლუატაციის ტენდენციების შეფასება, დარღვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა.

აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სისტემებისთვის, რომელთა უწყვეტი და სტაბილური მუშაობა კრიტიკულია ობიექტის ფუნქციონირებისთვის.

მონიტორინგის ფარგლებში ხდება შემდეგი მომსახურების გაწევა :

  • სამუშაო წნევები
  • ტემპერატურული პარამეტრები
  • ჰაერის ან წყლის ხარჯები
  • ელექტრული დატვირთვები და ძაბვის პარამეტრები
  • მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის რეჟიმები
  • ხმაური, ვიბრაცია და მექანიკური სტაბილურობა
  • ფილტრების, თბომცვლელების, ტუმბოების, ვენტილატორებისა და სხვა ელემენტების მდგომარეობა
  • ავტომატიკის, დაცვისა და მართვის კომპონენტების ფუნქციონირება
  • მაცივარაგენტის კონტურის ან ჰიდრავლიკური სქემის მუშაობის ნიშნები
  • დანადგარის საერთო ტექნიკური მდგომარეობა და ცვეთის ხარისხი

მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია:

  • პოტენციური გაუმართაობების წინასწარ გამოვლენა
  • სისტემის მუშაობის ეფექტიანობის შეფასება
  • სუსტი წერტილების ან გადატვირთული კვანძების გამოვლენა
  • რეკომენდაციების მომზადება პრევენციული ჩარევებისთვის
  • სარემონტო საჭიროებების დაგეგმვა
  • ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის პერიოდული ანალიზი

საჭიროების შემთხვევაში დამკვეთს შეიძლება მიეწოდოს:

  • შემოწმების აქტი
  • ტექნიკური შეფასების ანგარიში
  • პარამეტრების დაფიქსირების ცხრილი
  • რეკომენდაციების ჩამონათვალი
  • პრიორიტეტული ჩარევების გეგმა

ეს მომსახურება განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვეთს სურს არა მხოლოდ არსებული პრობლემების აღმოფხვრა, არამედ სისტემების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და ტექნიკური რისკების წინასწარი მართვა.