საიმედოობა და ხარისხი – პარტნიორობა, რომელიც იმსახურებს ნდობას.
ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი საშუალებას გვაძლევს ვემსახუროთ საქართველოს წამყვან ორგანიზაციებს, მათ შორის ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს.
საქართველოს ბანკი – პარტნიორობა 2023 წლიდან
საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 2023 წლიდან დღემდე, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს:
• საქართველოს მასშტაბით 270-ზე მეტი ფილიალის გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას HVAC სისტემებში;
• გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ოპერატიულ ორგანიზებას.
ჩვენი გუნდის სწრაფი რეაგირება და პროფესიონალიზმი ბანკის ოპერაციულ სტაბილურობას აძლიერებს, რაც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობისა და მომხმარებელთა კომფორტის მუდმივ უზრუნველყოფას.
საქართველოს ბანკი ჩვენ გვენდობა, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, და ჩვენ ვაგრძელებთ უმაღლესი სტანდარტების სერვისების მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.