თიბისი ბანკი

ხარისხი, გამოცდილება და ნდობა – ჩვენი წარმატების საფუძველი.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვთანამშრომლობთ წამყვან ორგანიზაციებთან და ვეხმარებით მათ ინოვაციური და საიმედო HVAC გადაწყვეტილებების უზრუნველყოფაში.

თიბისი ბანკი – პარტნიორობა 2011 წლიდან

თიბისი ბანკი ჩვენი ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი პარტნიორია, რომელსაც 2011 წლიდან ვემსახურებით. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელდა:

• 20-ზე მეტი ფილიალის HVAC სისტემების დიზაინი, მონტაჟი და გაშვება (2011 წლიდან დღემდე);

• 2010 წლიდან სერვის ცენტრებისთვის გეგმიური შემოწმებისა და ტექნიკური მომსახურების უწყვეტი უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით.

მოწესრიგებული და ეფექტური სერვისის წყალობით, თიბისი ბანკის ფილიალებმა შეძლეს ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება, სისტემების ხანგრძლივი ექსპლუატაცია და ოპერაციების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

ჩვენი გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია პარტნიორების მოთხოვნებზე, საიმედოობისა და უმაღლესი ხარისხის მიწოდებაზე.