ჩვენმა გუნდმა წარმატებით შეასრულა მესტიის იუსტიციის სახლის დაზიანებული გაგრილების სისტემის ჩანაცვლების სამუშაოები ახალი და თანამედროვე სისტემით.
პროექტის ფარგლებში ჩვენი სპეციალისტების მიერ განხორციელდა დეტალური ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შექმნილ იქნა ახალი პროექტი, რომელიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს შენობის ფუნქციონირებას და მომხმარებელთა კომფორტს.
ჩვენმა გუნდმა უზრუნველყო მაღალი ხარისხის მონტაჟი, რაც მოიცავს სისტემის ეფექტურობას და სანდოობას. ჩვენი მიზანია, რომ იუსტიციის სახლის სტუმრებს და თანამშრომლებს შეექმნათ კომფორტული და უსაფრთხო გარემო.
ამ პროექტით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი კომპანიის პროფესიონალიზმს და მზადყოფნას, შევთავაზოთ ინოვაციური და ეფექტური საინჟინრო გადაწყვეტილებები.