ვაკანსია: გეგმიური სამუშაოების ჯგუფის ტექნიკოსი

ჩვენ ვართ საინჟინრო სერვისების კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ახორციელებს გათბობა-გაგრილების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ტექნიკურ მომსახურებას. ვემსახურებით ბანკებს, კომერციულ ობიექტებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს და გვაქვს ორგანიზებული გეგმიური მომსახურების სისტემა.

კომპანიის გეგმიური მომსახურების ჯგუფის გაძლიერების მიზნით ვეძებთ გეგმიური სამუშაოების ჯგუფის ტექნიკოსს, რომელიც იმუშავებს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით და უზრუნველყოფს სისტემების გამართულ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები

  • გათბობა, კონდიცირება და ვენტილაციის სისტემების გეგმიური ტექნიკური მომსახურება
  • სისტემების ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება
  • სისტემების შემადგენელი კომპონენტების ტექნიკური შემოწმება,  გაწმენდა / შეცვლა
  • მოწყობილობების სამუშაო პარამეტრების შემოწმება
  • აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა
  • სამუშაოების შესრულება განსაზღვრული გრაფიკისა და ტექნიკური ინსტრუქციების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკური განათლება ან შესაბამისი გამოცდილება
  • HVAC სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებული მუშაობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • დისციპლინა და უსაფრთხოების წესების დაცვა
  • სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაოს კომპანიაში, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ბაზარზე
  • ორგანიზებულ სამუშაო გრაფიკს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და ტექნიკურ სამუშაო გარემოს
  • ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

თუ გსურს მუშაობა სტაბილურ რეჟიმში, გეგმიური სამუშაოებით და პროფესიულ გუნდში — გამოგვიგზავნე შენიმონაცემები [email protected]ე ან დაგვიკავშირდი +995 32 242 12 12.