ვაკანსია: უნივერსალური ტექნიკოსი (გათბობა, კონდიცირება და ვენტილაციის სისტემები)

  • მთავარი
  • კარიერა
  • ვაკანსია: უნივერსალური ტექნიკოსი (გათბობა, კონდიცირება და ვენტილაციის სისტემები)

ჩვენ ვართ საინჟინრო კომპანია რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2009-წლიდან, ჩვენი კომპანია ახორციელებს გათბობა-გაგრილების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას. ვემსახურებით კომერციულ ობიექტებს, ბანკებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს.

კომპანიის ტექნიკური გუნდის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ უნივერსალურ ხელოსანს, რომელსაც აქვსგამოცდილება HVAC სისტემებთან მუშაობაში და მზად არის ჩაერთოს სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ სამუშაოებში.

ძირითადი მოვალეობები

·       გათბობა-კონდიცირება და ვენტილაციის სისტემებზე სხვადასხვა ტიპის მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება.

o   ელექტრო კომპონენტების შეცვლა

o   ჰიდრავლიკური კომპონენტების შეცვლა

o   მექანიკური კომპონენტების შეცვლა

o   სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

·       HVAC სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

·       ტექნიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

·       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

·       დისციპლინა და სამუშაოსადმი სერიოზული დამოკიდებულება

·       სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ

·       სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში

·       სტაბილურ სამუშაო დატვირთვას წლის განმავლობაში

·       პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

·       მეგობრულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს

თუ გსურს მუშაობა რეალურ ობიექტებზე, პროფესიულ გუნდში და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოშიმოგვწერე[email protected] -ზე თქვენი მონაცემები ან დაგვიკავშირდი +995 32 242 12 12