ჩვენ ვართ საინჟინრო სერვისების კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ახორციელებს გათბობა-გაგრილების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების ტექნიკურ მომსახურებას. ვემსახურებით ბანკებს, კომერციულ ობიექტებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს და ვფლობთ მრავალპროფილურ ტექნიკურ გუნდს.
კომპანიის ტექნიკური მიმართულების გაძლიერების მიზნით ვეძებთ სარემონტო ჯგუფების კურატორს, რომელიც იქნებაპასუხისმგებელი კომპანიაში მომუშავე სხვადასხვა ტექნიკური ჯგუფების კოორდინაციასა და სარემონტო პროცესებისსრულ მართვაზე.
· სარემონტო ჯგუფების საქმიანობის კურატორობა
· სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, განაწილება და კოორდინაცია
· პროცესების კონტროლი როგორც ობიექტზე, ასევე ოფისიდან
· ადგილზე საჭირო ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება
· სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი ვადებისა და ხარისხის მიხედვით
· ტექნიკურ ჯგუფებსა და მენეჯმენტს შორის კომუნიკაცია
· ავარიულ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება
· ტექნიკურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
· ტექნიკური პროცესებისა და სარემონტო სამუშაოების პრაქტიკული ცოდნა
· მენეჯერული უნარები და გუნდებთან მუშაობის გამოცდილება
· ოპერატიულად და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებული მუშაობის სტილი
· სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა
· სტაბილურ სამუშაოს კომპანიაში, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ბაზარზე
· რეალურ ჩართულობას ტექნიკური პროცესების მართვაში
· პროფესიულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს
· მუდმივ სამუშაო დატვირთვას
· ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
თუ გაქვს ტექნიკური გამოცდილება, გეყოლება რამდენიმე ჯგუფი მართვაში და შეგიძლია პასუხისმგებლობის აღებაროგორც ოფისში, ასევე ობიექტზე — გამოგვიგზავნე შენი მონაცემები [email protected]ზე ან დაგვიკავშირდი +995 32 242 12 12