ვაკანსია: კონდიცირების სისტემების ტექნიკოსი (მაცივარაგენტი)

ჩვენ ვართ საინჟინრო სერვისების კომპანია, რომელიც 2009 წლიდან ახორციელებს კონდიცირების, გათბობისა დავენტილაციის სისტემების ტექნიკურ მომსახურებას. ვემსახურებით ბანკებს, კომერციულ ობიექტებს, ოფისებს, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს და ვფლობთ მრავალწლიანი გამოცდილებით ჩამოყალიბებულ ტექნიკურგუნდს.

კომპანიის ტექნიკური მიმართულების გაძლიერების მიზნით ვეძებთ კონდიცირების სისტემების ტექნიკოსს, რომელიცსპეციალიზდება ფრეონზე მომუშავე სისტემების რთულ სარემონტო და დიაგნოსტიკურ მომსახურებაში.

ძირითადი მოვალეობები

·       ფრეონზე მომუშავე კონდიცირების სისტემების დიაგნოსტიკა

·       რთული სარემონტო სამუშაოების შესრულება

·       სხვადასხვა ტიპის ფრეონებთან მუშაობა

·       სისტემებში წნევების, ტემპერატურების და სამუშაო რეჟიმების ანალიზი

·       გაჟონვების აღმოჩენა და აღმოფხვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

·       ფრეონთან მუშაობის მოქმედი სერთიფიკატი

·       კონდიცირების სისტემების სარემონტო მომსახურების გამოცდილება

·       რთული ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი

·       ტექნიკური სქემებისა და დოკუმენტაციის კითხვის უნარი

·       პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაოსადმი სერიოზული დამოკიდებულება

·       სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა

ჩვენ გთავაზობთ

·       სტაბილურ სამუშაოს კომპანიაში, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ბაზარზე

·       პროფესიულ ტექნიკურ გარემოს და გამოცდილ გუნდს

·       სტაბილურ სამუშაო დატვირთვას წლის განმავლობაში

·       თანამედროვე ინსტრუმენტებსა და ტექნიკასთან მუშაობას

·       ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

თუ გაქვს შესაბამისი სერთიფიკატი და გსურს მუშაობა რთულ, პროფესიულ ტექნიკურ დავალებებზე, გამოგვიგზავნეშენი მონაცემები [email protected]ზე ან დაგვიკავშირდი +995 32 242 12 12